ისტორიული ცნობები და სახელის წარმომავლობა:სიონის საკათედრო ტაძრი მტკვრის მარჯვენა დაბალ ნაპირზე ზემო კალაში სიონის ქუჩაზე მდებარეობს.ტაძრის მშენებლობა VI საუკუნეში,ქართლის ერისმთავარ გურამ კურაპალატის დროს დაიწყო და VII საუკუნის 20იან წლებში,ადარნასეს ერისმთავრობისას დასრულდა.სახელი სიონი იერუსალიმში არსებული წმიდა მთის სახელწოდებიდან მომდინარეობს.იგი ებრაული სიტყვაა და მზიანს ნიშნავს.საქართველოში ამ სახელჭოდების ბევრი ტაძარი რსებობს და ყველა ღვთისმშობლის მიძინებისაა. სიონის ტაძარი მრავალჯერ დაარბიეს 1226 წელს ჯალალ-ედ-დინმა თბილისი აიღო და მისივე ბრძანებით დაარბიეს ტაძრის გუმბათი ხოლო ხატები რომლებიც მეტეხის ხიდზე იყო დასვენებული შეურაცხყვეს.იმ დღეს ასი ათასი ქართველი ეწამა.XIV საუკუნეში სიონის საკათედრო ტაძარი დაარბია თემურ ლენგმა შემდეგ შაჰ-ისმაილმა მან სიონის ღვთისმშობლის ძვირფასი თვლებით შემკული ხატი გაძარცვა და შემდეგ მტკვარს მისცა.კახეთის მეფემ ლეონ მეორემ ხატი იპოვა და სიონში დააბრუნა.ამას მოსდევს შაჰ-აბასის შემოსევები...1668 წლის მიწისძვრამ სიონის ტაძარი კვლავ დააზიანა.1710 წელს ვახტანგ VI-მ ტაძრის გარეთა კედლები და გუმბათის დოლურა ბოლნისის ტუფის ქვით მოაპირკეთა.ამას გვაუწყებს ჩრდილოეთის ფასადის წარწერა.მიუხედავათ ბევრი წინააღმდეგობისა სიონის ტაძარი დღესაც ფუნქციონირებს და მასში კვლავ აღევლინება წირვა-ლოცვა.
რაც შეეხება არქიტექტურას:სიონი შუა საუკუნეების არქიტექტურის ნიმუშია,იგი ცენტრარულ გუმბათოვანი ნაგებობაა აღმოსავლეთით გამოშვერილი ჭახნაგოვანი აფსიდებით,გუმბათი ყელითურთ დასავლეთის ორ ტავისუფლად მდგომ ჯვარისებური კვეთის სვეტს და საკურთხევლის კედლებს ეყრდნობა ამიტომაც მას "ჩახაზული ჯვრის" ტიპის ნაგებობას უწოდებენ.მის სამხრეთ მინაშენში წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაა,ხოლო ჩრდილოეთ მინაშენში წმინდა ვახტანგ გორგასლისა.
სამრეკლო:სიონის საკათედრო ტაძარს ორი სამრეკლო აქვს,გალავნის შიგნით,ჩრდილოეთოთ არსებული სამრეკლო 1725 წლით თარიღდება.ტაძრის დასავლეთით,ქუჩის მეორე მხარეს აღმართული სამიარუსიანი სამრეკლო აგებულია 1812 ელს.პეტერბურგიდან გამოგზავნილი პროექტის მიხედვით.
ხატები და სიწმინდეები:სიონის საკათედრი ტძარში ინახება წმიდა ნინოს ჯვარი,რომელიც მას ღვთისმშობელმა გადასცა.ტაძარში ასევე ინახება დავით გარეჯელის მიერ იერუსალიმიდან ჩამოტანილი სასწაულმოქმედი ქვა.გუმბათქვეშა ბურჯებტან საქართველოს კათოლოკოს ოატრიარქების:კირიონ II-ის (1855-1918), ლეონიდეს (1867-1921) ამბროსის (1861-1927), ქრისტეფორეს (1873-1932), კალისტრატეს (1863-1952), მელქისედეკ III-ის (1872-1960), ეფრემ II-ის (1896-1972) და დავით V-ის (1903-1977) საფლავებია.საკურთხეველში,ტრაპეზის ქვეშ დაფლულია 550 წელს მოწამეობრივად აღსრულებილი წმ.ევსტათი მცხეთელი.
http://www.orthodoxy.ge/tsnobarebi/tadzrebi/gvtismshoblis-sionis.htm http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98
No comments:
Post a Comment